სამართალდამცავება საკრებულოსთან ოთხი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში განუცხადეს დაკავებულია ოთხი პირი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოსთან სამართალდამცავებმა "პარტიზანი მებაღეების" წევრები დააკავეს. ისინი "პანორამა თბილისის" პროექტზე საჯარო განხილვების მოწყობას მოითხოვენ.
დაკავებამდე, აქციის მონაწილეებმა საკრებულოს მთავარი შესასვლელი გადაკეტეს.
მანამდე კი თბილისის საკრებულოს შენობიდან "პარტიზანი მებაღეების" რამდენიმე წარმომადგენელი გააძევეს, რომლებიც საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ.
თბილისის საკრებულო დღეს ,,პანორამა თბილისის" პროექტს განიხილავს.