ოკუპირებული აფხაზეთის დრანდას დასახლებაში დღეისთვის სირიიდან დაბრუნებული რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.
რაც შეეხება სოხუმის რაიონის სოფელ მაჭარას, მის ერთ-ერთ უბანში ცალკე დასახლება ჩამოყალიბდა, სადაც არამარტო სირიიდან, არამედ თურქეთიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან დაბრუნებული ეთნიკური აფხაზები კომპაქტურად ცხოვრობენ.
18 რეპატრირებულებს ოჯახს მაჭარაში მუდმივი ცხოვრების უფლებით ბინები ჩამოსვლისთანავე გადაეცათ. კიდევ 12 ოჯახი კი საცხოვრებელ ფართს უახლოეს დღეებში მიიღებს.
სოხუმში, მაიაკის რაიონში მათთვის კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი რემონტდებ. 80 ბინიანი ხუთსართულიანი კორპუსი ომამდე აშენდა და ის საერთო საცხოვრებლისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ცნობილი მოვლენების გამო, მისი დასრულება ვერ მოხერხდა.
დღეისთვის შენობის რემონტი აქტიურად მიმდინარეობს და მისი დასრულება 4 თვეში იგეგმება.
ოკუპირებულ აფხაზეთში საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებას ამჟამად 638 რეპატრირებული ოჯახი ელოდება.
მასალის გამოყენების პირობები