ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განვლილი წელი შეფასა და ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ განვლილი ორი წლის განმავლობაში ბევრი პროექტი და რეფორმა განხორცილდა. თუმცა მინისტრი ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებას ასახელებს.
,,განხორციელდა მრავალი პროექტი, რეფორმა და გამჭირდება მთავარის გამოყოფა. თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში გამორჩეული პროექტი მართლაც საყოველთაო ჯანდაცვაა", _განმარტა სერგეენკომ.
მინისტრის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო სამომავლოდ გეგმავს ხარისხის კონტოლისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.