პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საახალწლოდ მსჯავრდებულები შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განმარტა პრეზიდენტმა სულ 84 პატიმარი შეიწყალა, მათგან 63 ციხეს დატოვებს, დანარჩენს სასჯელი შეუმსუბუქდება.
,, დღეს გამოცხადებული შეწყალებით, საქართველოს პრეზიდენტმა 84 მსჯავრდებული შეიწყალა. ამ 84 მსჯავრდებულიდან 63 სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს დღესვე. ამ 63 მსჯავრდებულიდან ერთი ქალბატონია და ერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებული. რაც შეეხება დანარჩენ 21 მსჯავრდებულს, მათ სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდათ", _განაცხადა ქორიძემ.
შეწყალებული პატიმრები ძირითადად სასჯელს ნარკოდანაშულისთვის იხდიდნენ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გიორგობის დღესასწაულზეც შეიწყალა პატიმრები. შეწყალებული 115 მსჯავრდებულთაგან სასჯელი განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ 2 პირს შეუმცირა.
115 შეწყალებულ პატიმართა შორის 7 არასრულწლოვანი იყო , 4 მათგანი სრულად გათავისუფლდა სასჯელისგან, სამს კი შეუმცირდა.
გათავისუფლებულ პატიმართა შორისაა არის ერთი ქალიც იყო.
მასალის გამოყენების პირობები