,,ბოდვაა, რომ უკრაინაში ვიცავთ საქართველოს", _ამის შესახებ, ჟურნალისტებთან კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საკითხის კომენტირებისას განმარტა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ პროპგანდაში ქართული მედიასაშუალებებიც აქტიურად მონაწილეობენ.
მისივე განმარტებით, რუსეთი საფრთხეს მხოლოდ საქართველოსთვის არ წარმოადგენს, თუმცა ამ ბრძოლაში მხოლოდ ქართული ლეგიონია ჩართული.
,,ეს არის პროპაგანდა რომელსაც აყოლილია ქართული პრესა ნებსით თუ უნებლიედ, ხშირ შემთხვევაში ანგარებით, გაუნათლებლობით და უცოდინარობით. სამწუხაროდ, ეს ძალიან ხშირად ახასიათებს ქართულ პრესას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შესაძლებლობები არასდროს არ ქონია იმისათვის, რომ განვითარდეს. ანგარება და წარსულში ჩარჩენა, ძირითადი თოქშოუების წარმომადგენლები გუშინწინდელი დღიდან, რევოლუციურ რეჟიმში გველაპარაკებიან. ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ჩვენს გარშემო ყველაფერი ინგრევა და ერთმანეთს ეჯიბრებიან "რუსთავი ორობაში". ვერაფრით მოინელეს, რომ მიშიკო აღარ ჰყავთ. ცდილობენ, რომ ერთი სახე მიიღონ", - განაცხადა ხაინდრავამ.
მასალის გამოყენების პირობები