ჩეჩენი ხალხი ვლადიმერ პუტინს მხარს უჭერს და მზად არის მისი ბრძანებები შეასრულოს. ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა.
„15 წელია პუტინი ჩეჩენ ხალხს ეხმარება. ახლა კი ჩვენ, ათობით ათასი ადამიანი, ვინც სპეციალური მომზადება გაიარა, ვთხოვთ რუსეთის ლიდერს, თავის სამსახურში გვიგულოს. ჩვენ მისი რაზმი ვართ და მზად ვართ რუსეთის სტაბილურობა და უსაფრთხოება დავიცვათ,"-განაცხადა კადიროვმა.