ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ფაზილბეი ავიძბამ 27 დეკემბერს დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ზახარჩენკო დააჯილდოვა.
სახელწოდებით ,,აფხაზეთის სამამულო ომში გამარჯვებისთვის" და ,,სახელმწიფოებრიობის დამფუძნებელი" მას ორი ოქროს მედალი გადაეცა.
,,ეს არის ჩვენი, აფხაზური სახელმწიფოებრიობის პირველი დამფუძნებლის, ვლადისლავ არძინბას ოქროს სიმბოლო და ჩვენი გამარჯვების სიმბოლო. ჩვენთვის ეს ორივე სიმბოლო ყველაზე წმიდათაწმინდაა, ორივე ძალიან ბევრს ნიშნავს და ამ მედლებით მხოლოდ პატივსაცემ ადამიანებს ვაჯილდოებთ." - აღნიშნა ფაზილბეი ავიძბამ დაჯილდოების ცერემონიალზე.
მასალის გამოყენების პირობები