ოკუპირებული აფხაზეთიდან 6 სატვირთო ავტომობილისგან შემდგარი ჰუმანიტარული კოლონა დონეცკში 27 დეკემბერს ჩავიდა.
უკრაინის სეპარატისტულ რეგიონში მათ, დაახლოებით, 50 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები და 23 ტონა მანდარინი ჩაიტანეს.
კოლონა დონეცკში ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა ლევ კვიწინიამ და პარლამენტის დეპუტატმა ფაზილბეი ავიძბამ ჩააცილეს.
,,დონეცკის რესპუბლიკა დღეს იმ სირთულეებს განიცდის, რაც ჩვენ ოცი წლის წინ გამოივიარეთ, ამიტომ ეს აქცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია." - აღნიშნა ფაზილბეი ავიძბამ.
მისი თქმით, დონეცკის და ლუგანსკის მოსახლეობას ჰუმნიტარულ დახმარებას აფხაზები მომავალ წელსაც გაუწევენ.
პირველი ჰუმანიტარული ტვირთი, 20 ტონა მანდარინის სახით ოკუპირებული აფხაზეთიდან უკრაინის აღმოსავლეთით, სეპარატისტულ რეგიონებში დეკემბრის დასაწყისში გაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები