საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს რომ ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება მოლაპარაკებების თემა, თუ ის საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს მოემსახურება.
,,ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესს. შესაბამისად თუ ამ თეაზე იქნება მოლაპარაკებები იქნება განხილვის საგანი და ამის თაობაზე ჩვენი საზოგადოება გაიგებს", _განმარტა ჟურნალისტებთან ბერუჩაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობას გეგმავს.