თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებში არ შედის არ ერთ სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობა.
,,ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ შედის არც ერთ სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობა. სამხედრო კონფლიქტებმა რაც მოგვიტანა ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ. ეს არის 20% ოკუპირებული ტერიტორიები და საოკუპაციო ძალები 40 კილომეტრში ჩვენი დედაქალაქიდან. ამიტომ ეს არ შედის ჩვენს ეროვნულ ინტერესში", - აღნიშნა ჯანელიძემ.