კოალიცია ,,ქართული ოცნების" დეპუტატი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ,,ნაცმოძრაობის" დეპუტატის აკაკი ბობოხიძის დღევანდელმა საქციელმა მისი გაკვირვებაც გამოიწვია.
,,კაკო ბობოხიძე ყველაფერს აკეთებდა მთელი ამ ორი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ აქამდე მიეყვანა საქმე. მისმა დღევანდელმა საქციელმა მეც კი გამაკვირვა, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ზურგზე არანაირი უზრდელობა კაკო ბობოხიძისგან არ გამიკვირდებოდა", _ განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამჟჯერად დაპირისპირება ,,ნაცმოძრაობის" დეპუტატის აკაკი ბობოხიძის გამოსვლამ გამოიწვია რის შემდეგ დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა, მიკროფონები მოგლიჯა და გოგა ხაჩიძეს ესროლა.
სოსო ჯაჭვლიანს, დავით ლორთქიფანიძესა და აკაკი ბობოხიძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში თითქმის ყველა დეპუტატი ჩაერთო, რის შემდეგ პარლამნეტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სესიზაე შესვენება გამოცხადა.
მასალის გამოყენების პირობები