ENG / RUS       12+

მიხეილ ცაგარელი: 2015 წელს იქნება საპროტესტო აქციები და გამოსვლები

რესპოდენტის შესახებ

როგორ უნდა შევხვდეთ ახალ 2015 წელს, რით იქნება გამორჩეული თხის წელი, რა ტაქტიკით უნდა იმოქმედონ პოლიტიკოსებმა, რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება წარმატებული 2015 წელი, მოსალოდნელია თუ არა საპროტესტო აქციები? ,,ჯი-ეიჩ-ენს" ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ესაუბრა.

_ ბატონო მიხეილ, რას გვეტყვით დამდეგ 2015 წელზე, რით იქნება გამორჩეული საქართველოსთვის?

_ ძალიან ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი. ცვლილებები ეხება აბსოლუტურად ყველა პოლიტიკის, იდეოლოოგიის სფეროს. ცვლილებები იქნება სამთავრობო სტრუქტურებში, დეპარტამენტის, მოადგილეების დონეებზე. გამოჩნდებიან ახალი სახეები, ზოგიერთი ძველი პროფესიონალი დაუბრუნდება თავის ადგილს. 2015 წელს ცვლილებები იქნება ტურიზმის სფეროში, ტურიზმის დეპარტამენტი, შეიძლება, რადიკალურად შეიცვალოს. ცვლილებები იქნება საკანონმდებლო დონეზე ისე რომ შეიცვალოს უცხოეთში შესვლისა და გამოსვლის ზოგიერთი პერიპეტია. Aასევე ცვლილებები იქნება სპორტის, სამედიცინო სფეროში.

_ კონკრეტულად 2015 წლის რა პერიოდიდან დაიწყება ცვლილებები?

_ ცვლილებები უკვე დაწყებულია დეკემბრიდან და გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში. წლის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ცვლილებები იურიდიულ სფეროში, იგივე განათლების კუთხით.

უნდა ველოდოთ მომავალ წელს რევოლუციებს, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს?

_ საპროტესტო აქციებისა და გამოსვლების ტენდენცია 2015 წელს იქნება, თუმცა რევოლუციური ფორმატის არა.

_ რას ურჩევთ პოლიტიკოსებს რა ტაქტიკით იმოქმედონ, რაზე გაკეთონ აქცენტი 2015 წელს?

_ პოლიტიკოსებს ვურჩევ აქცენტი სიმშვიდეზე გააკეთონ. 2015 თხის წელიწადია, რომელიც აგრესიას ვერ იტანს. შესაბამისად ის პოლიტოკოსი ვინც შეინარჩუნებს სიმშვიდეს, გააკონტროლებს ემოციებს, გამოიჩენს დიპლომატიურობას უფრო მეტად წარმატებული იქნება.

_ რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება თხის წელი გამორჩეული?

_ კარგია წელია ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის, ნორმალური წელი იქნება კირჩხების, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. რაც შეეხება ქალწულებს, მათთვის წლის პირველი ნახევარი უფრო რთული იქნება, სასწორის ზოდიაქოსთვის წლის პირველი ნახევარი კარგია, თუმცა სექტემბრიდან მეტი პრობლემები შეექმნება. წლის მეორე ნახევარი რთული იქნება მშვილდოსნებისთვის.

_ რას გვირჩევთ როგორ შევხვდეთ ახალ წელს, რა ჩავიცვათ, როგორ გავაწყოთ სუფრა?

_ ფერებიდან წინა პლანზე მწვანე წამოვწიოთ, შემდეგ ოქროსფერი, ყვითელი, ლურჯი. Kკარგი იქნება თუ სუფრაზე არ იქნება ცხვრის ხორციგან მომზადებული საკვები. უმჯობესია თუ საახალწლო სუფრასთან იქნებიან ბავშვები, კართან გვექნება ნალი. სასურველია ახალი წლის შემობრძანებამდე ნახევარი საათით ადრე აანთოთ სანთელი დაა მადლობა გადაიხადოთ ძველ წელს.

,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

 

ავტორი: . .