პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ გამოხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ სწორი გადაწყვეტილება ორივე მხარის მოსმენის შემდეგ უნდა მიიღოს.
„ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ორივე მხარეს არ შეიძლება მხოლოდ ერთ მხარეზე დაყრდნობით გავაკეთოთ დასკვნები. ის, რომ ამ კომპანიაში 3 000 ოჯახია დასაქმებული, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ამ კომპანიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შენატანები და ბოლნისის რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომპანიის აქტიური მუშაობა. დანარჩენი თუ რაიმე იურიდიული საკითხი იყო გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი ამაზე იმშავებს კულტურის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო ყველა ის უწყება რომელიც ჩართულია ამ პროცესში", _განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, სახელმწიფომ სწორი და გონივრული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და არ შეიძლება მხოლოდ ემოციას აყოლილი აჟიოტაჟი გახდეს ჩვენთვის გადაწყვეტილების მიმღები.
,, არ შეიძლება, მხოლოდ რაღაც ემოციებს აყოლილი აჟიოტაჟი გახდეს ჩვენთვის გადაწყვეტილების მიმღები და ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი სიკეთე დაზიანდეს, როგორიც არის 3000 ოჯახის დასაქმება და მათი ბედი. მე ეს უფრო მაღელვებს. ჩემთვის რა თქმა უნდა, ძალიან ძვირფასია თითოეული არქეოლოგიური ობიექტი, კულტურული ძეგლი, აღარ ჩამოვთვლი იმ ობიექტებს, რომელიც ჩვენი მთავრობაში მოსვლის შემდეგ გავარემონტეთ და აღვადგინეთ", _განმარტა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები