,,არ მესმის არასწორი განცხადების გამო როგორ დგას თავდაცვის მინისტრის გადაყენების საკითხი",_ასე გამოხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მთავარობის სხდომის დაწყებამდე თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის შესაძლო გადაყენების საკითხს.
მისივე განმარტებით, აღნიშნული განცხადების გამო უწყებამ ბოდიში უკვე მოიხადა.
,,თავდაცვის სამინისტომ მოიხადა ბოდიში არასწორი განცხადების გამო და პრემიერმაც მისცა შეფასება. რაც შეეხება გადადგომას, ეს არის სრულიად აბსურდი და განსაკუთრებით, როდესაც ეს მოთხოვა იმ ოპოზიციური ძალისგან მოდის, რომელიც მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში ვერ შეძლო თავიდან აეცილება ომი, ორ დღეში წააგო ომი და შემდეგ რუსთაველზე კონცერტი გამართა ვითომ გამარჯვების და დაკარგული ტერიტორიების აღსანიშნავად, რომლის მთავარსარდალი ფორთხავდა მტვერსა და ტალახში და ბოდიში არ მოუხდია ქართველი ხალხისთვის", _განაცხადა სუბარმა.