წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან წილკნის მიტროპოლიტმა ზოსიმემ განაცხადა, წმინდა სინოდის სხდომაზე ეკლესიის დამოკიდებულებაზე ეკუმენისტურ მოძრაობასთან დაკავშირებით იმსჯელეს. ხოლო არქიმანდრიტ დიმიტრი თეთრუაშვილის საკითხის განხილვა წმინდა სინოდის სხდომაზე გადაიდო, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ჰერეთის ეპისკოპოსად უნდა ეკურთხათ.
"წმინდა სინოდის ეკლესიის საკითხები განვიხილეთ, ისეთი არაფერი, ეკლესიის დამოკიდებულება ეკუმენიზმთან, ეკუმენისტურ მოძრაობასთან, ასევე ეკლესია და სხვა ქრისტიანული კონფესიები, მათთან ურთიერთობები და ა.შ." - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.
სინოდის სხდომის განჩინების სრულ ტექსტს საპატრიარქო მოგვაინებით გამოქვეყნებს.