უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა მის მომავალ შემცვლელის კანდიდატურაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ უნდა იყოს.
,,მას კავშირი, არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკასთან, ანუ არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც აშკარაა, რომ პოლიტიკური მიმართულების წარმომადგენელია. ამ შემთხვევაში, რთული იქნება იმის დასაბუთება, რომ ეს ადამიანი იქნება მიუკერძოებელი", _განმარტა კუბლაშვილმა.
მისივე განცხადებით, მომავალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს.
,,ეს ადამიანი უნდა იყოს თავისი საქმის კარგი მცოდნე, კარგი იურისტი, შეიძლება არ ჰქონდეს მოსამართლის გამოცდილება, მაგრამ უნდა ესმოდეს კარგად სისტემა და ასევე უნდა იყოს გამორჩეული იმ საკითხებში, როგორიც სასამართლოა", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები