ხვალ, 23 დეკემბერს, საკანონმდებლო ორგანოშო თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გოჩა რატიანს ელოდებიან.
მინისტრის მოადგილე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების წინაშე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი 2014 წლის 15 დეკემბერს ხელმოწერილი „ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" (Resolute Support Mission) საქართველოს მონაწილეობის თაობაზე წერილების გაცვლის გზით დასადები შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე მოხსენებით წარსდგება.
კომიტეტის სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე მიღებული იქნა დეკლარაცია ავღანეთის შესახებ, რომლის მიხედვითაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა (ავღანეთი) შეთანხმდნენ 2014 წლის შემდეგ ნატო-ს ძალების ავღანეთში ყოფნაზე ნატოს ეგიდით მიმდინარე არასაბრძოლო სასწავლო, საკონსულტაციო და მხარდაჭერის მისიაში. ქართული მხარის შეთავაზებით ნატოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს ოპერაციულ პარტნიორად ცნობის თაობაზე. აღნიშნულ მისიაში საქართველოს მონაწილეობა განისაზღვრება ერთი ბატალიონითა და ერთი ასეულით.