ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე თავდაცვის უწყების გავრცელებული განცხადების შეფასებისას აცხადებს, რომ ძალოვანმა უწყებამ ვერ მოახერხა მინიმუმ ენაზე კბილის დაჭერა და გამოიწვია ისეთი ქარიშხალი, რომელიც მთავრობას უქმნის ბომბებს.
,,თავდაცვის სამინისტროს მინიმუმ მოეთხოვებოდა ერთი რამ, არ მიეყენებინა შეურაცხყოფა უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის, თუმცა ეს ვერ მოახერხა. თავდაცვის სამინისტრომ ვერ მოახერხა მინიმუმ ენაზე დაეჭირა კბილი. ამის გამო, თავდაცვის სამინისტრომ გამოიწვია ისეთი ქარიშხალი, რომელიც მთავრობას უქმნის ბომბებს", - განაცხადა ჟურნალისტებთან ლაგაზიძემ.
მისივე განცხადებით, დღეს, საქართველოს თავდაცვის ხაზი, ისევე როგორც ევროპის, გადის უკრაინაზე.