კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი დავით ბერძენიშვილი კიდევ ერთხელ აკრიტიკებს თავდაცვის უწყების გავრცელებულ განცხადებას და განმარტავს, რომ ის არაადეკვატური იყო.
მისივე განმარტებით, სასურველი იქნება, თუ თავდაცვის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მივა და პასუხს გასცემს, ვინ იყო აღნიშნული განცხადების ინიციატორი.
,,თავდაცვის სამინისტროს განცხადება ადეკვატური არ იყო. იყო ძალიან მძიმე და უმწიფარი მორალურად, პოლიტიკურად. გამოვიდა დაღუპული ჯარისკაცის და ყველა იმ მებრძოლის უნებური შეურაცხყოფა, ვინც უკრაინაში ჩვენი საერთო მოწინააღმდეგის წინააღმდეგ იბრძვის. რაც შეეხება მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს, როგორც პარლამენტის წევრს, ფრაქციის თავმჯდომარეს, მაინტერესებს პასუხების მისგან მოსმენა. სასურველი იქნება, მოვიდეს პარლამენტში და გასცეს პასუხი, ვინ იყო აღნიშნული განცხადების ინიციატორი, თავად, მოადგილე, სტაჟიორი, თუ მასზე ზემდგომი პირი", _განამარტა დავით ბერძენიშვილმა.