თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების გამო კონკრეტული პასუხისმგებლობა რომ უნდა დადგეს, ეს ნათელია. ალასანიას შეფასებით, თავდაცვის სამინისტრო თავად უნდა გაერკვეს, რამ გამოიწვია ასეთი განცხადების გავრცელება"
მისი თქმით, ყველა მებრძოლს, რომელიც მტერთან ბრძოლაში დაიღუპება, სახელმწიფომ შესაბამისი პატივი უნდა მიაგოს და სათანადოდ იგლოვოს.
'"მე გამიჭრიდება ჩემი შემცვლელის პასუხისმგებლობაზე საუბარი, იმიტომ რომ ერთი თვის წინ თავად ვიყავი თავდაცვის მინისტრი, მაგრამ ეს იყო მართლაც ძალიან უხეში, გაუგონარი და შეურაცხმყოფელი განცხადება, რომელიც გაკეთდა. ყველა მეომარი, რომელიც მტერთან ბრძოლაში დაიღუპება, ჩვენ შესაბამისი ღირსებით უნდა ვიგლოვოთ და პატივი მივაგოთ. ამ კუთხით კონკრეტული პასუხისმგებლობა რომ უნდა დადგეს, ეს ნათელია, მაგრამ ჯერ თავდაცვის სამინისტრო თავად უნდა გაერკვეს, რამ გამოიწვია ასეთი განცხადების გავრცელება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები