ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქის ხელმძღვანელობა სოხუმის ადგილობრივ მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს საახალწლოდ სიურპრიზის გაკეთებას ჰპირდება.
,,სოხუმი ნაირფერი ილუმინაციებით განათდება, 26 დეკემბრიდან სადღესასწაულო ღონისძიებები მთელი ქალაქის მასშტაბით გაიმართება, ახალი წლის ღამეს კი სადღესასწაულო მსვლელობა ქალაქის ადმინისტრაციის წინ მდებარე პარკის ნაძვისხიდან დაიწყება და მოგვიანებით ზეიმი სანაპიროზე გადაინაცვლებს.
იმედი მაქვს, რომ ახალი წელი არამხლოდ ჩვენი ქალაქის, არამედ მთელი ჩვენი რესპუბლიკის ცხოვრებაში ახალ ფურცელს გადაშლის." - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმის მერი ადგურ ხარაზია.
მასალის გამოყენების პირობები