დღევანდელი სახელმწიფო რუსეთის რა თქმა უნდა, არასწორია და ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის არა მარტო რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მშვიდობით იარაღო"-ში სტუმრობისას.
მისი თქმით, უნდა მოვახერხოთ რუსეთთან თანაარსებობა და არასდროს უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ ვიღაცას მოვატყუებთ და დავჩაგრავთ.
მისივე თქმით, რუსეთი საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონსა და მსოფლიოს, მაგრამ სახელმწიფოს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ:
"სახელმწიფოსაც არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა. დღევანდელი პოლიტიკა და დღევანდელი სახელმწიფო რუსეთის რა თქმა უნდა, არასწორია და ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის არა მარტო რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს თუ გნებავთ. მთელი მსოფლიო დაძაბულია დღეს რუსეთის პოლიტიკით, მაგრამ ძალიან ცდილობენ და ჩვენც უნდა ვეცადოთ. შიგნით თუ გარეთ უნდა ვეცადოთ, რომ ყველა ადამიანი პოზიტივში გადავიდეს და ყველა სახელმწიფომ პოზიტიური როლი ითამაშოს. ჩვენი მხრიდან უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამისთვის", - აღნიშნა ივანიშვილმა.