ექსპერტი ელენე ხოშტარია ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თავდაცვის სამინისტროს განცხადებას კატასტროფულს უწოდებს.
მისივე განმარტებით, ეს იყო არასწორი პოზიცია ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, ვინც საქართველოს ინტერესებს იცავენ უკრაინაში.
,,ეს იყო კატასტროფული განცხადება, რომელიც ერთი - გულისხმობს სახელმწიფოებრივად დამღუპველ პოლიტიკურ პოზიციას და უკრაინის ომს ჩვენი მტრის წინააღმდეგ, რასაც წარმოადგენს რუსეთი, აძლევს აბსოლუტურად გაუგებარ შეფასებას. Mმეორე, ეს იყო აბსოლუტურად უღისრი პოლიტიკური მანიპულირება იყო და ოპონენტების წინააღმდეგ გამოთქმული ძალიან უხერხული დამოკიდებულება. მესამე, თავდაცვის სამინისტროს განცხადება ეს იყო არასწორი პოზიცია ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიმარეთ, ვინც საქართველოს ინტერესებს იცავენ უკრაინაში. საბოლოო ჯამში ადამიანური თვალსაზრისით ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი პოზიცია იმ ოჯახის მიმართ, რომელმაც ამხელა დანაკარგი განიცადა", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიესთან დაიღუპა. ცნობილია, რომ უკრაინელ მებრძოლთა ჯგუფი ჩასაფრებაში მოჰყვა, რის შედეგადაც ორი მებრძოლი დაიღუპა. გრიგოლაშვილი უკრაინაში რამდენიმე თვე იმყოფებოდა, იგი აიდარის სადაზვერვო ქვედანაყოფს მეთაურობდა.
თავდაცვის სამინისტრომ კი გამოაქვეყნა განცხადება, რომელშციც აღნიშნულია, "რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას".
მასალის გამოყენების პირობები