,,ენგურის ხიდზე საზღვრის ჩაკეტვა ჩვენს გეგმებში არ შედის. ამ ეტაპზე საუბარია ენგურის გასწვრივ სხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების შემცირებაზე. მაგალითად, გასაუქმებელია სოფელ თაგილონში არსებული გამშვები პუნქტი." - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ადმინასტრიციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ.
მისი განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი, პირველ ყოვლის, მოსახლეობის უსაფრთხოებაა, ვინაიდან თაგილონის საზღვართან მოსახლეობა ენგურზე დაკიდებული ხიდით გადადის, რომელიც მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.
ნადარაიას თქმით, ენგურის მთავარ ხიდზე, უახლოეს პერიოდში თანამედროვე სახის, უახლესი აპარატურით აღჭურვილი საბაჟო-გამშვები პუნქტი მოეწყობა.
,,ეს ხელს შეგვიწყობს უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ კონტრაბანდას, კორუფციას და დამნაშავეობას. მსგავსი პუნქტის არსებობა კანონმორჩილ ადამიანებს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ყოფას." - განაცხადა გალის რაიონის ხელმძღვანელმა.