რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა მიხეილ ხუბუტიამ სოციალურ ქსელში მის ცემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, რესტორანში მისი ცემის ფაქტი იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.
"საქართველოში ადამიანის ცემა კანონით იკრძალება! რესტორანში ვიყავი დაცვის გარეშე. აღმასრულებელი დირექტორი დაცვასთან ერთად მე და ვლადიმერ პუტინს დედას გვაგინებდა, ასევე ლანძღავდე რუსეთს! მათ 4-მა დამიწყეს ცემა, ძირს დამაგდეს და წაქცეულს მირტყამდნენ. მადლობა ღმერთს, პოლიციამ იპოვა ჩანაწერები, სადაც ისინი წაქცეულს მირტყამენ! სირცხვილია!
შეგიძლიათ წაიკითხოთ კომენტარები ამ არაადამიანურ ქმედებაზე! თვით დაცვის კომპანია "ალგანი" ამ საკითხს სარკაზმით მოეპყრო. აი, რა მოუტანა გლობალიზაციამ საქართველოს!", - წერს ხუბუტია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
ის მადლობას უხდის ყველას, ვინც მის გვერდით იდგა და იმედი აქვს, რომ დამნაშავეები კანონის მიხედვით დაისჯებიან.