უკრაინის კონსულმა საქართველოში ლიუბორ კაროლმა პრო-რუსი სეპარატისტების იერიშის შედეგად გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს. მინდა უკრაინის მთავარობის სახელით სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას. მადლობა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ მომენტში გვერდში გვიდგახართ", - განაცხადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლიუბორ კაროლმა.
ალექსანდრე გრიგოლაშვილი ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიესთან დაიღუპა. ცნობილია, რომ უკრაინელ მებრძოლთა ჯგუფი ჩასაფრებაში მოჰყვა, რის შედეგადაც ორი მებრძოლი დაიღუპა. გრიგოლაშვილი უკრაინაში რამდენიმე თვე იმყოფებოდა, იგი აიდარის სადაზვერვო ქვედანაყოფს მეთაურობდა.