საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. "მრავალსაუკუნოვანი მეომრული და საგმირო წარსულის ქვეყანამ, ისევე, როგორც ყველა თავმოყვარე სახელმწიფომ, მტერთან ბრძოლაში ნებისმიერ ადგილას დაღუპული, თავისი თითოეული მეომარი ღირსეულად უნდა იგლოვოს. აღარასდროს უნდა დავუშვათ გმირობის, ვაჟკაცობის და თავდადების დაკნინების მცდელობა. ვუსამძიმრებ ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს და მთელ საქართველოს", - ნათქვამია ირაკლი ალასანია სამძიმრის წერილში.
თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშცი აღნიშნავს, "რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას".
მასალის გამოყენების პირობები