საქართველოს ეროვნული გვარდია 20 წლისაა. ეროვნული გვარდია, რომელიც 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა, საქართველოში პირველ შეიარაღებულ ფორმირებას წარმოადგენდა.
ეროვნული გვარდია პასუხისმგებელი იყო საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერაზე; სამობილიზაციო რესურსის მართვაზე; შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისთვის მოქალაქეთა მოზიდვაზე, შერჩევასა და დაკომპლექტებაზე, ასევე სარიტუალო ღონისძიებების უზრუნველყოფაზე.