ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის დასრულებისადმი მიძღვნილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ISAF-ში ჩართული ქვეყნების მონაწილეობით. სხდომაში მონაწილეობა მიიღო ნატო-ში საქართველოს ელჩმა ლევან დოლიძემ. შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ოპერაციის მსვლელობისას დაღუპულთა ხსოვნას. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ISAF-ის ყოფილი სარდლები და ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც შეაჯამეს ოპერაციის შედეგები და შეაფასეს მიღწეული წარმატებები. შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელი, ელჩი ლევან დოლიძე, რომელმაც ისაუბრა ISAF-ის მნიშვნელობაზე და 2015 წლის 1 იანვრიდან ავღანეთში დაგეგმილ ნატო-ს „ურყევი მხარდაჭერის მისიაში" (Resolute Support Mission) საქართველოს აქტიურ მონაწილეობაზე. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა 2014 წლის 17 დეკემბერს გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები