დღეს, 16 დეკემბერს, 11:00 საათზე, ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ISAF-ის საერთაშორისო მისიაში IV მექანიზირებული ბრიგადის ნაკრები ასეულის გაცილების ცერემონიალი გაიმართება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, მისი პირველი მოადგილე გოჩა რატიანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ატაშეები დაესწრებიან.