აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებით, 10 დეკემბერს სურახანსკის რაიონის დასახლება გოვსანში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ტრაგედია მოხდა.
საქართველოს მოქალაქემ, შარგია ჰუსეინოვამ საკუთარ სახლში ოჯახური კონფლიქტის დროს რძალს ელნარა ნაჯაფოვას ჯერ რამდენჯერმე ჩაარტყა თავში, შემდეგ კი ისიც და 6 თვის შვილიშვილიც დაახრჩო.
ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ჰუსეინოვა ადგილიდან მიიმალა.
სურახანსკის რაიონის სამძებრო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა ოპერატიული სამუშაოების ჩატარების შემდეგ ეჭვმიტანილი დააკავეს.