Amnesty International ჩეჩნეთის ხელისუფლებას ამბოხებულთა სახლების დაწვის ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებს. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორჰანიზაციის მონაცემებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩეჩნეთში ამბოხებულთა კუთვნილი 4 სახლი დაწვეს, რაც „კოლექტიური დასჯის" ხასიათს ატარებს. „დანაშაულში ეჭვმიტანილთა ნათესავების დასჯა საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა. კოლექტიური დასჯის ასეთი მეთოდები ყოვლად მიუღებელია,"-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები