გონიოს პოლიგონზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა.
ჭურვის ნამსხვრევები ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები მიქელაძეების ეზოში ჩამოვარდა, რამაც მათი საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ასევე დაზიანებულია მიქელაძეების მეზობლად მდებარე სახლის სახურავიც.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აფეთქების მიზეზები და გარემოება უცნობია.
შეგახსენებთ, რომ წლის განმავლობაში გონიოს პოლიგონზე მომხდარი ეს უკვე მეორე აფეთქებაა. პირველი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.