საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და მას საფუიძველმოკლებულს უწოდებს.
"ექსპრეზიდენტის მიერ გავრცელებულლი ინფორმაცია, თითქოს ქართველი ოფიცრები მზად არიან დატოვონ საქართველოს შეიარაღებული ძალები და სამსახური გააგრძელონ სხვა ქვეყანაში, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. შეიარაღებულ ძალებში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ქართველმა ოფიცრებმა დატოვეს ქვეყანა და სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში დაიწყეს სამსახური.
ჩვენი ინფორმაციით, უკრაინაში იმყოფება საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც წლების წინ მსახურობდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ამჟამად, შეიარაღებული ძლაების შემადგენლობაში არ ირიცხებიან.
ქართველ ოფიცერთა შემადგენლობა ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენი ოფიცრები, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ არ შეწყვეტენ საკუთარი სამშობლოს, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას. ისინი იცავდნენ და ყოველთვის დაიცავენ საქართველოს.
მაშინ, როდესაც თვალნათლივ გამოხატულია თავდაცვის სამინისტროს უცვლელი კურსი ნატო-სკენ, მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი, მაღალი დონის შეხვედრები, ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობა და საზოგადოება. ყოფილი უმაღლესი მთავარსარდლის მოწოდება არის უპასუხისმგებლო, გაუმართლებელი პროპაგანდა, რომელიც მიმართულია საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ", - ნათქვამია ტავდაცვის სამინისტრიოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის მთავრობის გადწყვეტილებით, ქართველი ოფიცრები რომლებიც უკრაინის არმიაში მოღვაწეობას გადაწყვეტენ, მოქალაქეობას მიიღებენ. როგორც სააკაშვილმა ,,სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში" Skype-ით ჩართვისას მედიისთვის გაკეთებული განცხადების დროს განმარტა, როცა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს მოადგილედ დაუნიშნავენ ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრს , ფაქტობრივად, ქართველ ოფიცრებს სხვა გამოსვალი აღარ რჩებათ გარდა იმისა, რომ იმსახურონ უკრაინის არმიაში.
,,ბევრი ქართველი ოფიცერი ამ დღეებში იღებს უკრაინის მოქალაქეობას. უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ქართველი ოფიცრები, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაინის არმიაში მოღვაწეობას, ყველა მიიღებს უკრაინის მოქალაქეობას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს დაუნიშნეს მოადგილე ბურჯანაძის პარტიიდან, მე ვფიქრობ, ბევრ ქართველ ოფიცერს სხვა გამოსავალს არ უტოვებენ, თუ არა წავიდნენ და გააგრძელონ სამსახური მეგობრულ უკრაინაში, რომელიც იბრძვის იმ ომს, რომელიც საქართველოს მტრებთან ომია", - განაცხადა სააკაშვილმა.