ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი უკრაინაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის გამო ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუარესებას არ ვარაუდობს და მათ წარმატება უსურვა.
,,მე არ ვთვლი, რომ ამით უკრაინასთან ურთიერთობა გაფუჭდება. თეორიულად, ჩვენ უნდა მივესალმოთ ყველა ჩვენი მოქალაქის წარმატებას, სადაც არ უნდა იყოს. გასაგებია ემოციური დამოკიდებულება, რაც საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, რაზეც ბოლო დროს განხილვა მიდის. ის, რომ თანამდებობებზე დაინიშნენ ისინი, ვისაც საქართველოში წარმატებისთვის არ მიუღწევია, რა თქმა უნდა, მეც ვუსურვებდი მათ, რომ შეცდომები, რაც მათ საქართველოში დაუშვეს, უკრაინაში აღარ გაემეორებინათ და იქ არაფორმალური, არამედ რეალური წარმატებისთვის მიეღწიოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელად დანიშნა, ასევე საქართველოს შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის მოადგილის პოსტზე განიხილება.