III ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ქვედანაყოფმა პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების საბაზისო კურსი გაიარა. კურსის დახურვის ცერემონიალი სამთო მომზადების სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი კვირიკაშვილი და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის G-5 სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან უსენაშვილი დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები