საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ახალი სამხედრო მოსამსახურეები შეემატნენ. V ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე 96-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. დღეიდან ისინი ამავე ბრიგადაში განაგრძობენ მსახურს.
ფიცის მიღებამდე წვევამდელებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
წვევამდელებს ფიცის მიღება სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალმა პოლკოვნიკმა ალექსანდე კიკნაძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა. ცერემონიალს წვევამდელთა მშობლები და ახლობლები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს, V ქვეითი ბრიგადის ახალმა სამხედრო მოსამსახურეებმა ოჯახის წევრებთან ერთად ისადილეს.
ახალწვეულებმა საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალური კურსი გაიარეს. სამკვირიანი კურსის განმავლობაში მათ საყარაულო წესდება და ცეცხლსასროლი იარაღის ტექნიკური მდგომარეობა შეისწავლეს; გაიარეს ტოპოგრაფიული, საინჟინრო, პირველადი დახმარების კურსი და სახელმწიფოებრივი მომზადება. წვევამდელებს პრაქტიკული სასწავლო სროლებიც ჩაუტარდათ.