ბაქოს პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილი დამნაშავეობრივი ჯგუფის წევრები დააკავა, რომლის შემადგენლობაში ორი ბაქოელი: გურამ ზეინალოვი და ალექსანდრე ჰუსაინოვი და საქართველოს ერთი მოქალაქე პაატა მკურნალიძე არიან.
წინასწარი ინფორმაციით, მძარცველების ანგარიშზე ბაქოს რამდენიმე რაიონში დაახლოებით ასი ბინის ქურდობა-ძარცვის ფაქტი აღირიცხება.
ნაძარცვის ოდენობა ჯერ დაგენილი არ არის. ამ ეტაზე მხოლოდ ისაა გარკვეული, რომ ნაძარცვ ოქროულობას და სხვა ძვირფას ნივთებს დაკავებულები რუსეთის და საქართველოს ტერიტორიაზე ასახებდნენ.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.