თავდაცვის მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია. როგორც პრემიერ-მინისტრის ბრძანებიდან ირკვევა, თავაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი იქნება.
როგორც მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, თავადცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა ასევე ლევან ღირსიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ლევან ღირსიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თანამშრომელი იყო, ხოლო გოჩა რატიანი კი შსს-ს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.