საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის რეალიზაცია ქვეყნის სუვერენული და ექსკლუზიური უფლებაა, ამიტომ ისეთი პროექტების განხორციელების ნება, როგორიც საქართველო-რუსეთის სარკინიგზო მაგისტრალის აფხაზეთის მონაკვეთის ამოქმედებაა, არავის აქვს.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
,,გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული და თავის პირობებს ჩვენ ვერავინ გვიკარნახებს." - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.
შეგახსენებთ, სოჭში გუშინ რაულ ხაჯიმბასთან გამართულ შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს მოსკოვი-თნილისი-სოხუმის სარკინიგზო მიმოვლის აღდგენის პოტენციალი გააჩნია.
მასალის გამოყენების პირობები