მორიგი სპეცოპერაცია დაღესტანში. დერბენტში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. ძალოვნებმა ალყაში სალმანის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი სახლი მოიქციეს, სადაც რამდენიმე ამბოხებულია გამაგრებული. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც. ინტენსიური ხმა დერბენტის გარეუბანში ამ წუთებშიც ისმის.