დღეს სპეციალური ოპერაციების ძალების სამთო სადაზვერვო ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველი სამხედროები ამერიკული კონტიგენტის შემადგენლობაში 7 თვის განმავლობაში ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე მსახურობდნენ.
146 სამხედრო მოსამსახურეს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდა. ვიცე-პოლკოვნიკმა დიმიტრი კიკნაძემ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა და ISAF-ის მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად სრული სპექტრის ოპერაციებს ასრულებდნენ. ქართველი სამხედროები სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. სამთო-სადაზვერვო ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელმაც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ყანდაღარის პროვინციაში საბრძოლო დავალებები საქართველოს დროშის ქვეშ შეასრულა.
მასალის გამოყენების პირობები