ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითების სარდალი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. გენერალ-ლეიტენანტმა რობერტ ნელერმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე, იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და I ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი გიორგი შენგელია.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.