დღეს, 16 ნოემბერს, 09:30 საათზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ჰოდჯესთან გამართავს შეხვედრას. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრებიან ასევე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ჰოდჯესი მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარებს გააკეთებენ.
თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ამერიკელი გენერალი 11:00 საათზე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს" ესტუმრება და სამეტაურო-საშტაბო სწავლებას „დიდგორი 2014" დააკვირდება.