გვიან ღამით, თბილისში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფრო გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ჩამოვიდა. როგორც გენერალ-მაიორმა ჟურნალისტებთან განაცხადა იგი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და ახალ მინისტრთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს.
გენერალური შტაბის უფროს განმარტებით, მას უკვე ჰქონდა სატელეფონო საუბარი თავდაცვის ახალ მინისტრ მინდია ჯანელიძესთან და მასთან ვიზიტის ფარგლებში არსებული ვითარება და კონკრეტული საკითხები განიხილა.
„შეარაღებული ძალები დგას პოლიტიკის მიღმა და მისი მოვალეობა არის მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების დაცვა. მე მნიშნავს და მათავისუფლებს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი. გვაქვს უამრავი გეგმები, უამრავი საქმე არის გასაკეთებელი. ახალ თავდაცვის მინისტრთან ვაპირებ არა უბრალოდ თანამშრომლობას, არამედ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რათა ის ამოცანები რომელიც დგას ქვეყნის წინაშე იმ რთულ სამხედრო გარემოში რომელიც რეგიონისთვის არის დამახასიათებელი, ვიმოქმედოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ კაპანაძე ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. სწორედ მის ვიზიტს დაემთხვა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება.
მასალის გამოყენების პირობები