რუსეთს „გაზპრომთან" თითქმის იგივე დავალიანება აქვს, რაც უკრაინას. სტატისტიკურ მონაცემებს სააგენტო „ინტერფაქსი" აქვეყნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის „ნეფტოგაზის" დავალიანება ამ დროისათვის 3,9 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაშინ, როდესაც რუს მომხმარებელს „გაზპრომისთვის" 3 მილიარდი აქვს გადასახდელი. ამის გამო კომპანიამ გასულ წელს 28,8 მილიარდი რუბლის ზარალი ნახა.
„გაზპრომის" განმარტებით, ურჩი გადამხდელების კატეგორიაში პირველ ადგილს მოსახლეობა იკავებს. რუსეთის რეგიონებიდან კი ყველაზე ცუდი გადამხდელი ჩრდილოეთ კავკასიაა.