საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი სამუშაო დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრით დაიწყო. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა, დეპარტამენტის უფროსებმა და სხვადასხვა ქვედანაყოფის სარდლებმა მინდია ჯანელიძეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესები, დასახული ამოცანები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
გაცნობით შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ასევე, ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესო ხატიაშვილი.