ENG / RUS       12+

ირაკლი ღარიბაშვილი: საქათველოს სწრაფვა არ წარმოადგენს ნაბიჯს ვინმეს წინააღმდეგ, რუსეთის ჩათვლით

რესპოდენტის შესახებ

 ვფიქრობ, რუსეთის ინტერესსაც წარმოადგენს, რომ ჰქონდეს მშვიდობიანი ვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა სამეზობლოში, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილამ CNN -ის თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველომ ივნისში ხელი მოაწერა ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას. რას ნიშნავს ეს ხელშეკრულება თქვენთვის?

ჩვენ ამ ხელშეკრულების ხელმოწერას ვუწოდებთ ჩვენს დაბრუნებას დიდ ევროპულ ოჯახში. რატომ? იმიტომ, რომ ჩენ გვაქვს საზიარო კულტურა. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ღირებულებები, ჩვენ გვსურს უკეთეს საქართველოში ცხოვრება და მართლაც გვინდა ვაქციოთ ეს ქვეყანა ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ.

მე ვიხსენებ, 2008 წლის იანვრის რეფერენდუმს, მაშინაც კი მოსახლეობის ¾ -ზე მეტს სურდა ნატოს წევრობა და ახლაც, მომხრე რჩება 80%. მაგრამ ეს არ იწვევს მოსკოვის პროვოცირებას? არ ძაბავს ეს თქვენს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტად?

საქათველოს სწრაფვა არ წარმოადგენს ნაბიჯს ვინმეს წინააღმდეგ, რუსეთის ჩათვლით. მე ვფიქრობ, რუსეთის ინტერესსაც წარმოადგენს, რომ ჰქონდეს მშვიდობიანი ვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა სამეზობლოში.

როდესაც მე ვუყურებ გარედან,ჩანს დიდი დაძაბულობა და პოლიტიკური ანგარიშსწორება წინა ხელისუფლების მიმართ. ყოფილი პრემიერი პატიმრობაშია, არსებობს ბრალდება ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, ხომ არ იქნებოდა უკეთსი დაგესრულებინათ ეს თავი?

ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ ავაშენოთ რეალური, ევროპული დემოკრატია აქ, ეშმარიტი დემოკრატია, რომელიც ემსახურება ყველას, თითოეულ მოქალაქეს და რომელშიც არავინ დგას კანონზე მაღლა. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა ამ საკითხის მიმართ. ამიტომაც, ეს ნამდვილად რთული გასაგებია, რადგან ასობით და ათასობით მძიმე დანაშაული იყო ჩადენილი ამ 9-10 წლის განმაბლობაში და ეს საქმეები უნდა იქნას გამოძიებული. მაგრამ, ეს არის პროკურატურის საქმე. ეს არის სასამართლოს საქმე. მოდით დამოუკიდებელ სასამართლოს მივანდოთ გადაწყვეტილება.

ამრიგად, თქვენ უძღვებით მთვრობას უკვე ერთი წელია, მე ვხედავ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი ძალიან ნელა იკრებს ძალას არჩევნების შემდეგ. რატომ არის ასე?

როდესაც ყოფილი პრეზიდენტი წავიდა, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ ახალი პრეზიდენტი, წელს დავასრულეთ ეს ციკლი თავისუფალი და სამართლიანი ადგილბრივი არჩევნების ჩატარებით და შემდეგ დაიწყო ინვესტიციების ახალი ფაზა.

თქვენ ხართ BTC ნავთობსადენის საკვანძო სატრანზიტო პუნქტი, ასევე აშენდება სამხრეთის დერეფნის გაზსადენი, რომელიც შესაძლოა გაიხსნას უკვე 2019 წელს. ხომ არ წარმოადგენს ეს თქვენთვის უნიკალურ აქტივს, რომლის წყალობითაც გექნებათ პოლიტიკური მხარდაჭერა შეერთბული შტატებისა და ევროპის მხრიდან, ანუ სწორედ იმ როლის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი როლის გამო, რომელსაც საქართველო თამაშობს?

დიახ, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დაუკავშირებს კასპიის ზღვას და მის რესურსებს ევროპის ბაზარს, ევროპულ ქვეყნებს. ამდენად, საქართველო რჩება სტაბილურ და საიმედო სატრანზიტო ქვეყანად.

 

ავტორი: . .