2015 წელს სომხეთსა და საქართველოს შორის ახალი 400 კილოვატიანი ელექტროგადამცემის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ არა სიმონიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი გადამცემის ექსპოატაციაში გაშვება 2016 წლის ბოლომდე იგეგმება.
სომხური მხარის განმარტებით, ელექტროგადამცემის ამუშავება ორი ქვეყნის ენერგოსისტემების სინქრონიზაციას შეუწყობს ხელს.