საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის #399-ე ბრძანების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა მინდია ჯანელიძე.
მას დღემდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში-სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობა ეკავა. მინდია ჯანელიძემ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ალასანია შეცვალა. ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა.
პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის #401-ე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილება შეუწყდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს.